გურჯაანში, მეზობლის მკვლელობისათვის დაკავებულ ხანდაზმულ მამაკაცს დღეს ბრალი ოფიციალურად უნდა წაუყენონ.
89 წლის კოლა გაბიტაშვილი ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. მას 35 წლის ბექა ჯანიაშვილის განზრახ მკვლელობაში ადანაშაულებენ.
დაკავებულმა მეზობელს სანადირო თოფიდან ოჯახის თვალწინ ესროლა. შემთხვევა კახეთში, სოფელ ვეჟინში გუშინ მოხდა. დღის ბოლოს კი სოფელში მკვლელობაში ეჭვმიტანილის კუთვნილი ფერმა გადაიწვა. უკავშირდება თუ არა, მომხდარი მკვლელობისთვის შურისძიებას – ჯერ უცნობია.
გავრცელებული ინფომრაციით, დაკავებულის ოჯახმა სოფელი მკვლელობიდან მალევე დატოვა.
კომენტარები