ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეფ ბორელი რამდენიმე წუთში საგარეო საქმეთა მინისტრთან პირველ სამუშაო შეხვედრას გამართავს. პირისპირ შეხვედრის შემდეგ ჟოზეფ ბორელი და ილია დარჩიაშვილი შეხვედრას გაფართოებულ ფორმატშიც გამართავენ.
დღესვე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდება. დაგეგმილია შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოებასთანაც.
ვიზიტის ფარგლებში ჟოზეფ ბორელი,ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ორგანიზებულ აქტივობაშიც.
ჟოზეფ ბორელის ვიზიტს აფასებენ მმართველ გუნდში. მათი განცხადებით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ვიზიტი უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც საქართველო კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ელოდება.