დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ სრულმასშტაბური ომის დასასრულებლად, რომელიც რუსეთმა გასული წლის თებერვალში დაიწყო, უკრაინის გამარჯვებაა საჭირო.
“მსოფლიოს სჭირდება სტრატეგიული მოთმინება და შეკავება, ყველამ უნდა დაუჭიროს მხარი უკრაინას, რადგან უკრაინა გაიმარჯვებს. რა თქმა უნდა, ამას შეიძლება დრო დასჭირდეს. დარჩება თუ არა დასავლეთი ერთიანი უკრაინის მხარდასაჭერად? მე ვფიქრობ, რომ, რა თქმა უნდა, დარჩება. ხმათა უმრავლესობით. და რაც არ უნდა მოხდეს შეერთებულ შტატებში, […] მე მაინც არ მჯერა, რომ აშშ-ის რომელიმე სხვა პრეზიდენტი იქნება ისეთი სულელი, რომ უკრაინას მხარდაჭერა წაართვას. ეს აბსოლუტურად არ შედის შეერთებული შტატების სტრატეგიულ ინტერესებში”, – აღნიშნა ბორის ჯონსონმა.
“არ მჯერა, რომ პუტინთან ამ ომის დასრულება მოლაპარაკებების გზით არის შესაძლებელი. აუცილებელია უკრაინის გამარჯვება”, – დასძინა მან.
