“არ უნდა გაჩნდეს იმის შესაძლებლობა, რომ ლიბერალიზაციის ფონზე მოხდეს ნარკომანიის ეპიდემიად ქცევა”, – ამის შესახებ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ხელმძღვანელმა, ლაშა კილაძემ განაცხადა.
ლაშა კილაძის ინფორმაციით, ცვლილებები მარიხუანას ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, პარლამენტს გაზაფხულის სესიაზე წარედგინება. როგორც „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ხელმძღვანელმა განაცხადა, მომხმარებლის ფაქტზე სისხლის სამართლის დევნა აღარ იქნება.
“საუბარია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე, სისხლის სამართლის სასჯელი თვისობრივად განსხვავდება ადმინისტრაციული სასჯელისგან, ესაა ერთმნიშვნელოვანი ლიბერალიზაციის ფორმა, მარიხუანას მოხმარების გამო, ადამიანი აღარ მიეცემა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში. გამოინახება ოქროს შუალედი, რის მიხედვითაც სახელმწიფო იზრუნებს ნარკომანიის პრობლემის მოგვარებაზე, თუმცა ადამიანის უფლებები ამ ფონზე არ უნდა დაირღვეს”, – განაცხადა ლაშა კილაძემ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, თუმცა იგი იმ რისკებზეც საუბრობს, რაც შესაძლოა, ლეგალიზებას მოჰყვეს.
“ამ საკითხში ყველა უნდა ჩაერთოს, უნდა დაიწყოს ფართო და ძლიერი კამპანია, რაც დაუკავშირდება პრევენციას, უნდა მოხდეს მოსახლეობის სრული ინფორმირება, თუ რასთან არის დაკავშირებული ნარკომანია. ერთი მხრივ, ლიბერალიზაცია არის ჰუმანური მიდგომა, მაგრამ მეორე მხრივ, საზოგადოებას აქვს უფლება, იყოს ინფორმირებული, თუ რას უკავშირდება ნარკომანია”, – განაცხადა ლაშა კილაძემ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
“არ უნდა გაჩნდეს იმის შესაძლებლობა, რომ ლიბერალიზაციის ფონზე მოხდეს ნარკომანიის ეპიდემიად ქცევა”
2017/02/06 13:54:10
კომენტარები
ნანახია: 1547 ჯერ