ვინ უშლის ხელს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას – ოპოზიციაში სტატუსის მიღების მოწინააღმდეგეთა არსებობის შესახებ ხათუნა სამნიძე და ხატია დეკანოიძე ალაპარაკდნენ.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ სტატუსთან დაკავშირებით ეს იყო იმის აღიარება, რაზეც უმრავლესობის წევრები მუდმივად საუბრობდნენ, რომ კონკრეტული ოპოზიციონერი დეპუტატები ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ.
“სამნიძემ და დეკანოიძემ ეს ფაქტი ხომ იცოდნენ აქამდეც? წლებია ჩვენ პარტნიორები გვეუბნებიან, რომ ოპოზიციიდან დადიან თქვენი დეპუტატები და კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგო ინფორმაციებს აწვდიან. ეს ხომ იცოდა სამნიძემ და დეკანოიძემ, რატომ აქამდე არ თქვეს? ახლა როგორც ჩანს მიიღეს ინფორმაცია, რომ კანდიდატის სტატუსის გვაძლევენ, რომ მიეღოთ დავუშვათ საპირისპირო ინფორმაცია – მაშინ არ იტყოდნენ? სად არის მათი გულწრფელობა? აქამდე რატომ არ ამბობდნენ, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი კანდიდატის საწინააღმდეგო ინფორმაციას აწვდის ჩვენს პარტნიორებს? ეს თუ არ თქვეს და ბოლომდე არ აღიარეს სიმართლე, საზოგადოებაში ეს გულწრფელობად ვერ გაიყიდება,” – აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” წევრი გურამ მაჭარაშვილი.