სანამ სალომე ზურაბიშვილი არ გასცემს პასუხს კითხვას, იმსახურებს თუ არა კანდიდატის სტატუსს საქართველო, იქამდე მის არცერთ სიტყვასა და განცხადებას ფასი არ ექნება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტი გაექცა უმთავრეს კითხვებს, რაც ჩვენს საზოგადოებას გააჩნია. რას ფიქრობს ის, საქართველო იმსახურებს თუ არა კანდიდატის სტატუსს და იმსახურებდა თუ არა აქამდეც კანდიდატის სტატუსს. არც ერთხელ ასეთ ფორმატში მან ამ კითხვას პასუხი არ გასცა. სანამ ამას არ გასცემს პასუხს, ცხადია მის არცერთ სიტყვასა და განცხადებას არანაირი ფასი არ ექნება“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.
კომენტარები