“ყველას უნდა ახსოვდეს მთავარი ფორმულა, რაც შემოგვთავაზა რადიკალურმა ოპოზიციამ, არანაირად არ დაუშვან “ქართული ოცნების” პირობებში მიიღოს ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი, რათა ეს გახდეს რევოლუციური სცენარის განვითარების საწყისი“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით განაცხადა.
„ჩვენი მოლოდინი არის ძალიან პოზიტიური და იგივე მოლოდინი აქვთ ჩვენს ოპონენტებსაც, თუმცა ამაში მათთვის არაფერი პოზიტიური არ დევს. მათ მთავარი თემა ეშლებათ და რიტორიკაც ამის გამო შეცვალეს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
კომენტარები