გიორგი ზერეკიძე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, 14 წლის ასაკში დააკავეს და წვრილმანი ხულიგნობისთვის 10 წელი მიუსაჯეს, „ქრონიკასთან“ საუბარში აცხადებს, რომ თავის დროზე წინა ხელისუფლება მის ცხოვრებაში უხეშად ჩაერია.
„იყო წვრილმანი ხულიგნობა და ნამდვილად არ ვამაყობ ჩემი საქციელით, მაგრამ რაც მაშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ გააკეთა, მიშას [მიხეილ სააკაშვილის] გამოსვლები და კრიმინალის ძახილი, ეს იყო სახელმწიფოს უხეში ჩარევა ჩემს უფლებებში. ამით ფაქტობრივად მწვანე შუქი აუნთო პროკურატურას და სასამართლოს, რომ ჩემს მიმართ დანდობა არ ყოფილიყო. დღეს მიშა უკვე კომიკურ ფიგურად არის ჩამოყალიბებული. ღირსეულადაც ვერ ზის ციხეში“, – აღნიშნავს ზერეკიძე.
კომენტარები