პრეზიდენტს აქვს შეწყალების უფლება და ალბათ გააკეთებს იმას, რაც თვითონ მიაჩნია საჭიროდ. მე არ მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილს რაიმე ისეთი დანაშაული აქვს, რომ შესაწყალებელი იყოს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.
„ნიკა გვარამია შეიწყალეს, თუმცა, არც ნიკას უთხოვია – შემიწყალეთო, მაგრამ შეიწყალა პრეზიდენტმა“, – განაცხადა ალასანიამ.
შეკითხვაზე – არის თუ არა შესაძლებელი, რომ სალომე ზურაბიშვილმა შეარბილოს საკუთარი პოზიცია „არა და არასოდეს, მსჯავრდადებული პრეზიდენტის დედა პასუხობს, რომ ყველაფერი შესაძლებელია.
კომენტარები