დიღმის რაიონის ნაწილს, ხვალ, 11:00 საათიდან, ტექნიკური სამუშაოების გამო, გაზმომარაგება შეუწყდება.
გაზის მიწოდება ხვალვე 18:00 საათიდან ეტაპობრივად განხორციელდება.
„ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, ხვალ 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება დიღმის რაიონში, ბელიაშვილის ქუჩა №40-ში მცხოვრებ მოსახლეობას, მიონის ყოფილი საბავშვო ბაღის შენობას, ბელიაშვილის ქუჩა №12-ში მდებარე კორპუსის, პედიატრიის ინსტიტუტის საერთო ს/ს, ყოფილი №140-ე პროფილის სასწავლებლის ს/ს, ჯორჯ ბალანჩინის ქუჩა №32-ში არსებული საცხოვრებელი კორპუსების, ასევე შპს „ჯავას“ კერძო საცხოვრებელ სახლს და ამ ტერიტორიაზე განთავსებულ მცირე კომერციულ ობიექტებს. გაზის მიწოდება აღდგება 18:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები იქონიონ დაკეტილ მდგომარეობაში.
მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის.
დიღმის ნაწილს ხვალ გაზმომარაგება შეუწყდება
2017/02/08 13:22:59
კომენტარები
ნანახია: 1310 ჯერ