„ავერსის” კლინიკიდან 1 ნოემბერს გაქცული სამი პატიმრის საქმეზე ის ბადრაგი დააკავეს, რომელსაც მათი მეთვალყურეობა ევალებოდა. ინფორმაცია „რადიო თავისუფლებას“ იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს.
ბადრაგი, დღეს 2 ნოემბერს დააკავეს, სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. რაც სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურში დადგენილი წესის დარღვევას გულისხომს. რასაც შედეგად მოჰყვა პენიტენციური დაწესებულებიდან, გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაქცევა.
ასევე დაკავებულია “ავერსის” კლინიკიდან გაქცეული სამი პატიმრიდან ერთ-ერთი.
კომენტარები