ახია USAID-ზე. როგორც აღმოჩნდა, როგორც ისინი ამბობენ, მათი ლოგო მათ დაუკითხავად რვა თვის განმავლობაში გამოფენილი იყო ამ [GDI-ის] „ენჯეოს“ ვებგვერდზე, თითქოს ისინი იყვნენ დამფინანსებლები, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მათი ფინანსები არ იყო, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას – რას ნიშნავს, როდესაც USAID-ის ფულს ადგილობრივი წარმომადგენლობა ანაწილებს არასამთავრობო ორგანიზაციაზე და შემდეგ ის იხდის ჯარიმებს და თან იყენებს USAID-ის ლოგოს.
„ახია USAID-ზე. როგორც აღმოჩნდა, როგორც ისინი ამბობენ, მათი ლოგო მათდა დაუკითხავად რვა თვის განმავლობაში გამოფენილი იყო ამ [GDI-ის] „ენჯეოს“ ვებგვერდზე, თითქოს ისინი იყვნენ დამფინანსებლები, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მათი ფინანსები არ იყო. სამწუხაროდ, ასეთი ქაოსი არის „ენჯეო“ სექტორში დაფინანსებასთან დაკავშირებით. მათ შორის, დამალული ჰქონდათ ერთ-ერთი გრანტი, რომელიც აღმოჩნდა, რომ არის „ევროპის დემოკრატიის ფონდის“ გრანტი. თავად ეს „ენჯეო“ მალავდა, რომ თურმე 40 000 ევრო, ანუ 100 000 ლარზე მეტი ფული ჰქონიათ, რომელიც დამალული ჰქონდათ, ვებგვერდზე არ აჩვენებდნენ. დამალული ჰქონდათ, ვინ იყო ინდულგენციის ბორდის შემადგენლობაში. აღმოჩნდა, შემდეგ ვნახეთ კიდეც, მათ შორის ინდულგენციის ბორდის შემადგენლობამაც გვაჩვენა, სხვა დროსაც ვხედავთ, რომ ეს არის ერთი და იგივე, ერთი და იგივე სახეები, რომლებიც ექსპერტებად თუ ა.შ. ერთმანეთს ასაქმებენ სხვადასხვა პროექტებში, ერთი „ენჯეო“ ამ შემთხვევაში ასაქმებს მეორე „ენჯეოს“ წარმომადგენლებს თავისთან, დიდი ალბათობით, ანაზღაურების სანაცვლოდ და ასე მიდის ურთიერთდასაქმება.
როდესაც ხდება ერთმანეთისთვის ფინანსური ბენეფიტების უზრუნველყოფა, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, სულ მცირე, ფავორიტიზმს და კორპორატივიზმს „ენჯეო“ სექტორში. კიდევ ერთხელ ვამბობ, ერთ „ენჯეოს“ მიჰყავს მეორე „ენჯეოს“ წარმომადგენელი თავისთან, რაღაც პროექტში, დიდი ალბათობით, ანაზღაურების სანაცვლოდ, საპასუხოდ, შემდეგ იმ „ენჯეოს“ მიჰყავს თავისი წარმომდგენელი თავისთან. ასე რომ, ეს არის პრობლემა. ჩვენ რაც ვნახეთ, ერთი, რომ დაფინანსების კუთხით დაფარული და დამალულია ეს დაფინანსებები. ვნახეთ, რომ თავის დროზე ეს იყო გამოწვევა. ამანაც გვაჩვენა, ვინ ებრძოდა მაშინ უცხოური გამჭვირვალობის კანონს. რომ გავიხსენოთ, ვინ იყვნენ ის აქტორები, უცხოური ფონდები, უცხოური აქტორები და ქართული ელიტური „ენჯეოები“, იცოდნენ რა, რომ მათი ეს ფარული ფინანსური სქემები ნათელი გახდებოდა, სწორედ ამიტომაც იყო მაშინ დეზინფორმაციული შტურმი საქართველოს წინააღმდეგ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.