დაცვის თანამშრომლებმა მითხრეს, რომ საბადრაგოს მანქანა იდგა კლინიკის ცენტრალურ შესასვლელთან და დაახლოებით გაქცევა აქედან მოხდა, – ამის შესახებ „ავერსის“ კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, დიმიტრი ჯორბენაძემ „ქრონიკასთან“ სატელეფონო ჩართვის დროს განაცხადა.
„როდესაც კლინიკის შენობიდან გამოვიდნენ, გაქცევა კლინიკის ეზოდან მოხდა. საგამოძიებო სამსახურმა მოიპოვა რამდენიმე კადრის ჩანაწერი და წაიღეს“, – აღნიშნა დიმიტრი ჯორბენაძემ.
კომენტარები