ბიუჯეტი საკმაოდ კონსერვატიულად არის დაგეგმილი. 2024 წელს 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული. შემცირებულია ბიუჯეტის დეფიციტი, რომელიც გვექნება 2.5%, ხოლო მთავრობის ვალი შეადგენს მშპ-ს 38.2 პროცენტს, რაც არის ძალიან დაბალი მაჩვენებელი. სულ რაღაც 3 წლის წინ იყო 3 პროცენტზე მეტი, – ამის შესახებ პრემირ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ასევე მინდა ვთქვა, რომ ნომინალური მშპ-ს პროგნოზი იქნება ოთხმოცდახუთი მილიარდ სამას სამოცდაათი მილიონი ლარი. 2012 წელს იყო 27 მილიარდ ლარამდე, ანუ ჩვენი მმართველობის პერიოდში, 11 წელიწადში ქვეყნის ეკონომიკა გასამმაგდა. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ 2020 წელს მშპ იყო 50 მილიარდი ლარი, ანუ 3 წელიწადში 30 მილიარდიანი ზრდა გვაქვს. ასეთი ტემპით ზრდის შემთხვევაში უკვე 2027 წლისთვის პროგნოზირებულია ნომინალური მშპ-ს ზრდა 108 მილიარდ ლარამდე. ეს ძალიან დამაიმედებელი პროგნოზია“, – აღნიშნა პრემიერმა.