სანამ აშშ დგას, ისრაელი მარტო არ იქნება. ამის შესახებ ისრაელში მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ენტონი ბლინკენის თქმით, ისრაელელ მაღალჩინოსნებთან შეხვედრაზე მან ძალისხმევის კოორდინაციის საკითხებზე ისაუბრა, რომელიც მიმართული იქნება იმისკენ, რომ 7 ოქტომბრის მსგავსი თავდასხმები არ განმეორდეს.
ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებით, აუცილებელია მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა მათ შორის იმისთვის, რომ კონფლიქტის ესკალაცია აღიკვეთოს და ის რეგიონის სხვა ქვეყნებში არ გავრცელდეს.
ისრაელ-„ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, ენტონი ბლინკენი თელ-ავივში უკვე მესამედ ჩავიდა.
კომენტარები