მე ვფიქრობ შევძელით ჩვენი ევროპელი კოლეგები დაგვერწმუნებინა, რომ რასაც აქედან ჩასული ხელმოცარული ოპოზიცია მათ უყვება, არასწორია. აქ ჩამოსულმა ორბანმა განაცხადა, რომ მათ არასწორი ინფორმაციები ჰქონდათ და შეცდომა დაუშვეს, რომ პირველ ჯერზე საქართველოს სტატუსი არ მიანიჭეს, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ზარქუამ „ქრონიკაში“ განაცხადა.
როგორც ზარქუამ აღნიშნა, ოპოზიციის მხრიდან ახლაც არის მცდელობები, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესი ჩაშალონ.
„პირველ ჯერზეც რადიკალები გამოდიოდნენდა საუბრობდნენ, რომ რეფორმები საერთოდ არ გატარებულაო. ეს უნდა ილაპარაკო შენი ქვეყნის შვილმა, რომელსაც ევროპულ გზაზე პროგრესი, დაწინაურება გინდა?! ამიტომ შევუწყვიტეთ პრეზიდენტს ვიზიტები, ის უკვე არაადეკვატური იყო. რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ დარწმუნებული არ არის ირაკლი ღარიბაშვილს ევროინტეგრაცია უნდა თუ არა. არადა სწორედ პრემიერმა ღარიბაშვილმა დაიწყო ევროინტეგრაცია, თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან, ამ ღარიბაშვილმა გააკეთა ეს ყველაფერი“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.