ისრაელის მთავრობა მოუწოდებს მოქალაქეებს, უცხო ქვეყნებში მოგზაურობისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ და თავი შეიკავონ საკუთარი ეროვნული იდენტობის გარეგნული დემონსტრირებისგან. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის ოფისისა და საგარეო საქმეთა სამინსიტროს ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
„ისრაელის საელჩოები, აეროპორტები, სადაც ისრაელიდან რეისები ხორციელდება, ისევე როგორც ებრაული სატვისტომოები და რელიგიური დაწესებულებები ანტისემიტური ხასიათის თავდასხმებისთვის მთავარი სამიზნეებია“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ისრაელის მთავრობა ასევე მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ როგორც მეზობელ ქვეყნებში, ასევე ირანის მოსაზღვრე ქვეყნებში მოგზაურობისგან.
კომენტარები