ნოემბრიდან ძალაში შევიდა და ნებისმიერ ონკოლოგიურ პაციენტს თუ დასჭირდა ონკოქირურგიული ჩარევა, ამასაც სახელმწიფო სრულად აფინანსებს. გვინდა, რომ ჩვენ უზრუნველყოთ მაქსიმალურად ყველა ის დაკავშირებული ხარჯი, რაც ამ დაავადებას თან ახლავს, – ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა „იმედის კვირასთან“ განაცხადა.
„ეს 25 000-ლარიანი ლიმიტი, დღეისთვის პირობითი ლიმიტია. იმ შემთხვევაში, როდესაც სწორი დიაგნოსტიკის პირობებში, სწორ მკურნალობას სწორი გაიდლაინების მიხედვით დანიშნავენ და ასევე ონკოლოგიურ მედიკამენტებთან კონტრაქტები გაფორმდება და მნიშვნელოვნად შემცირდება მედიკამენტების ღირებულება, ამ ლიმიტების საჭიროება საერთოდ აღარ იქნება.
ძალიან მალე საზოგადოებს ადრეული დიაგნოსტიკის პაკეტს წარვუდგენთ, რომელიც ონკოლოგიის ადრეულ დიაგნოსტიკას შეეხება და სადაც ძალიან მკაფიოდ გვექნება გაწერილი ყველა ის კომპონენტი, რაც ადრეულ დიაგნოსტიკას სჭირდება, თუ რა ტიპის დიაგნოსტიკა უნდა ჩაიტაროს, შესაბამის გაიდლაინები მომზადდება და იმ გაიდლაინების მიხედვით ჩატარებულ დიაგნოსტიკას სრულად სახელმწიფო აანაზღაურებს“, – აღნიშნა აზარაშვილმა.