უკვე რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელებში აქტუალურია საკითხი, რომ “კავკასიის” გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტს კარგად შეითავსებდა. აღნიშნულს სოციალურ ქსელებში საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერაც და კრიტიკაც მოყვა. გთავაზობთ ნინო ჯანგირაშვილის კომენტარს:
“ნუ ნერვიულობთ, ნუ ილანძღებით. არც არასდროს მიფიქრია და არც არასდროს ვიფიქრებ საზმაუს დირექტორობაზე. კანონიც მიკრძალავს და არც მაინტერესებს. უბრალოდ როგორც გადასახადის გადამხდელი, გამოცდილი პრარაბი, ტექნიკაში მეტ–ნაკლებად გარკვეული და კანონებშიც მეტ–ნაკლებად ჩახედული ადამიანი აზრის გამოთქმისგან თავს ვერ ვიკავებ, როცა საქმის უკუღმა კეთებას, უტიფრობას და ბიუჯეტის ფულის განიავებას ვხედავ. ლანძღეთ კავკასია, არ არის პრობლემა. უბრალოდ შეგახსენებთ, რომ ამ ტელევიზიას არავისი არაფერი მართებს. ამ ჩვენს პატარა კანტორაში თუ გვინდა ყირაზე დავდგებით და უკუღმა წამოვწვებით. ბიუჯეტიდან ცხოვრებაში არაფერი მიუღია ამ ტელევიზიას. პირიქით, წლების მანძილზე არაერთი მილიონი გვაქვს ბიუჯეტში შეტანილი. აღარ ჩამოვთვლი რა როგორ იყო წლების მანძილზე. წარსულზე ვიშვიშით და ბოღმით თავს არ ვინაგვიანებ. იგივეს გირჩევთ”, – წერს ჯენგირაშვილი.