აღარავის მივცემ შესაძლებლობას პარტიის სახელი აგორაოს ტალახში, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ნიკა მელიაზე საუბრისას განაცხადა.
„ვეფერე, ვემუდარე, ვეხვეწე – რატომ? ისევ ქვეყნის ინტერესებისთვის, ხალხისთვის – არ ესმით? სხვა რამე უნდათ? მიიღებენ! დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ეს კონკრეტული ადამიანი გარიცხულია, მისი განცხადებებიდან გამომდინარე, ის არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას”. აღარავის მივცემ შესაძლებლობას პარტიის სახელი აგორაოს ტალახში. კარგად დაიმახსოვრონ – უნდათ მუქარად მიიღონ, უნდათ სიმღერად და უნდათ ლექსად, არ მივცემ ამის უფლებას, როგორ? დამელოდონ და ვანახებ მაგათ!”, – აღნიშნა ხაბეიშვილმა
კომენტარები