ბატონი თამაზი იმიტომ მოკლეს, რომ საქართველო უყვარს და არ შეეგუა ოკუპაციას!
რუსეთი ოკუპანტია! – ასე ეხმიანება ყოფილი დეპუტატი ალექსანდრე თამაზაშვილი გუშინ კირბალში დატრიალებულ ტრაგედიას, სადაც რუსმა ოკუპანტებმა ერთი ადამიანი მოკლეს, მეორე კი გაიტაცეს.
“ვიზიარებ ოჯახის და სრულიად საქართველოს მწუხარებას…!
ოკუპანტმა კიდევ ერთი თანამემამულე მოგვიკლა..!
ბატონი თამაზი იმიტომ მოკლეს, რომ საქართველო უყვარს და არ შეეგუა ოკუპაციას!
რუსეთი ოკუპანტია!
აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!”, – წერს ალექსანდრე თამაზაშვილი.
კომენტარები