ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტელერადიოკომპანია ავრცელებს კადრებს, სადაც ჩანს, როგორც ცდილობენ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტური და გატაცებული ლევან დოთიაშვილი ლომისის ტაძარში შესვლას.
გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ გინტური და დოთიაშვილი ეკლესიაში შესვლას ახერხებენ, რის შემდეგაც ვიდეო აღარ გრძელდება.
“ლომისა შენს ძალას ვენაცვალე, შენი ჩამჭედის დედაც… რაზე ჩაკეტეს ეს კარი” – ამბობს ვიდეოში გინტური.
თამაზ გინტური რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 6 ნოემბერს მოკლეს. არსებული ინფორმაციით, თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი ლომისის ეკლესიაში, სანთლების დასანთებად მიდიოდნენ, როცა რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცეცხლი გახსნეს. აღნიშნულის შედეგად თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.
>