დღეიდან, დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოში კი ღრუბლიანი, ნისლიანი, შედარებით ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება.
აღმოსავლეთ საქართველოში ნალექი, ძირითადად, თოვლის სახით იქნება.
დედაქალაქში თოვლჭყაპია მოსალოდნელი, ქალაქის გარეუბნებში შესაძლებელია თოვლიც.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოში +9, +14, აღმოსავლეთ საქართველოში კი 0, +5 გრადუსი იქნება. ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი – სურამის გზის მონაკვეთზე დღის პირველ ნახევარში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
კომენტარები