საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭო არხის გენერალურ დირექტორ ვასილ მაღლაფერიძესთან შეხვედრას მართავს.
ეს არის პირველი შეხვედრა სტრატეგიის წარდგენის შემდეგ. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ბორდის თამვჯდომარე გრიგოლ გოგელიამ განაცხადა, სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს კითხვები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ექნებათ.
„იმისთვის, რომ საბოლოო პოზიცია ჩამოვაყალიბოთ და ყველა არგუმენტი მოვისმინოთ, ყველა პროცესი გავხსენით. ეს არის ამ პროცესის პირველი ეტაპი. უნდა შევხვდეთ გენერალურ დირექტორს და მენეჯმენტს, რომ მოვისმონოთ სრული ინფორმაცია გეგმასთან დაკავშირებით. კითხვები ეხება სხვადასხვა საკითხს, დაწყებული სამართლებრივი, დასრულებული ტექნიკური თემებით“, – განაცხადა გრიგოლ გოგელიამ.
ჟურნალისტების შეკითხვას, წარმოდგენელი გეგმა შეესაბამება თუ არა კანონს, გრიგოლ გოგელიამ უპასუხა, რომ ყველა საკითხთან დაკავშირებით ბორდს ექნება კითხვები.
„ჩვენი ვალდებულებაა მივიღოთ კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება“, – დასძინა გრიგოლ გოგელიამ.