„საზოგადოებრივი მაუწყებლობის“ ირგვლივ განვითარებული პროცესები აქტუალურობას არ კარგავს. საკმაოდ ხისტი გადაწყვეტილებებით მოვიდა ახალი ხელმძღვანელობა. თქვენ წლები მუშაობდით ამ არხზე, რისი თქმა შეგიძლიათ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით?”, – “ახალი თაობის” შეკითხვას ექსპერტი მამუკა არეშიძე პასუხობს:
”რასაც ახლა მე ვიტყვი, უამრავი კრიტიკოსი ეყოლება ჩემს ნათქვამს და გალანძღვასაც ვერ ავცდები. შემიძლია ვთქვა, არ არის გამორიცხული, რომ ამ ტიპის ნაბიჯზე მეც მეფიქრა. დიახ, ერთი სეზონის განმავლობაში ტელევიზიაში რეფორმები ჩამეტარებინა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უამრავი დამსახურებული ადამიანი, რომლებმაც ავად თუ კარგად დღემდე მოიტანეს ეს ტელევიზია, დარჩეს მუდმივი ეჭვის ქვეშ და უსაქმოდ.
მე ძალიან კარგად მახსოვს გაზეთი „კავკასიონი“, რომლის მთავარი რედაქტორიც იყო ვასილ მაღლაფერიძე და ის ძალიან კარგი გაზეთი იყო. შემდეგ ტელევიზიებში – „მე-9 არხზე“ და „ჯიდიეს“-ში მუშაობითაც აიმაღლა კვალიფიკაცია. ასე რომ, მე მის ჟურნალისტურ კვალიფიკაციაში ეჭვი არ მეპარება. ადმინისტრაციულ მონაცემებთან დაკავშირებით კი არაფრის თქმა არ შემიძლია”, – აცხადებს არეშიძე.
წყარო: ახალი თაობა