“როდესაც მოვალთ ხელისუფლებაში გაჩვენებთ რა არის ნამდვილი ხალხის მსახურება,“ – ამის შესახებ „ღამის კურიერის“ პირდაპირ ეთერში, პარტია „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ისაუბრა.
„ჩვენ [ლელო] ვიზრდებით საკმაოდ სერიოზულად, სტაბილურად, ჩვენი კომუნიკაცია ამომრჩევლამდე უკვე მიდის ამის საშუალება არ გვქონდა სასამართლოების გამო, პანდემიის გამო, ახლები ვიყავით, შეცდომებიც დავუშვით
ის, რომ ქვეყანაში მხოლოდ ორი ძალა იყოს აწყობს „ქართულ ოცნებას,“ ეს არ მოხდება გარანტიას გაძლევთ..
მინდა მაყურებელს მივმართო: თუ თქვენ ეს ცხოვრება მოგწონთ, მაშინ ღმერთმა შეარგოს ყველას ეს მთავრობა, მაგრამ ვფიქრობ არცერთ ვინც ახლა ჩვენ გვისმენს დალხინებული ცხოვრება არ აქვს..პენსიონერებს ჩვენ 1000 ლარს დავუნიშნავთ ხელფასს, ახალგაზრდებს ანაზღაურებად პრაქტიკას დავუნიშნავთ,“ – განაცხადა ხაზარაძემ.