უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთს უკვე აღარ შეუძლია გამოიყენოს შავი ზღვა პლაცდარმად მსოფლიოს სხვა რეგიონების დესტაბილიზაციისთვის.
უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ დღეს მსოფლიოს უკვე ესმის შავი ზღვის მნიშვნელობა.
მისი თქმით, სწორედ შავი ზღვის რეგიონში დევს გლობალური უსაფრთხოების ერთ-ერთი საფუძველი.
“ჩვენ შევძელით შავ ზღვაში რუსეთის ინიციატივის ხელში ჩაგდება და უსაფრთხოების ისეთი პირობები შევქმენით, რომელიც აგრესორს აიძულებს დატოვოს აკვატორიის აღმოსავლეთ ნაწილი და დამალოს სამხედრო გემები”, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
კომენტარები