აშშ ნატოში საქართველოს სწრაფვის ძლიერი მხარდამჭერია და ჩვენი სამხედროები მხარდამხარ მუშაობენ ათწლეულების განმავლობაში, რომ საქართველოს თავდაცვის უნარები გაძლიერდეს , – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„საქართველო ყოველწლიურად მასპინძლობს აშშ-სთან საერთო წვრთნებს, სადაც ძალიან ბევრი ქართველი და ამერიკელი ჯარისკაცი მონაწილეობს. ჩვენი სამხედროები ერთად იბრძვიან და იწვრთნებიან. ნატო პოლიტიკური ალიანსია – ეს ნიშნავს, რომ გვჭირდება პოლიტიკური და სამხედრო ასპექტი ინტეგრაციისთვის. ვფიქრობ, რომ ევროკავშირთან ინტეგრაცია დაეხმარება პოლიტიკურ ნაწილს და ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებებს“, -აღნიშნა ელჩმა.
კომენტარები