ჯორჯ კლუნი და მისი მეუღლე ტყუპებს ელოდებიან. ინფორმაცია ერთ-ერთ გადაცემაში მსახიობმა მეტ დეიმონმა დაადასტურა.
მსახიობმა აღნიშნა, რომ მომავალი მშობლები ცდილობდნენ ინფორმაცია არ გაეხმოვანებინათ, მაგრამ წყვილმა ფეხმძიმობის ამბავი პირადად მას დაუდასტურა.
“ისეთი ბედნიერი ვიყავი, რომ ცრემლები მომადგა”- აღნიშნა მეტ დეიმონმა და წამყვანს ხუმრობით საიდუმლოს შენახვა სთხოვა.
ჯორჯ კლუნის ოჯახის წარმომადგენელი კომენტარს პუბლიკაციაზე არ აკეთებს. მედიის ცნობით, წყვილი ტყუპებს ივნისში ელოდება.
კომენტარები