ღაზის ალ შიფას ჰოსპიტლიდან ნაადრევად დაბადებული ჩვილების ევაკუაცია მოხდა. ისინი ამჟამად ეგვიპტის საზღვართან მდებარე რაფაჰში ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფებიან და ხვალ, 20 ნოემბერს ეგვიპტეში გადაიყვანენ.
ჰოსპიტალი, რომელიც ღაზაში ყველაზე დიდი და თანამედროვეა, ისრაელის ჯარების კონტროლის ქვეშაა. ისრაელმა განაცხადა, რომ ჰამასს აქვს მართვის ცენტრი სწორედ ამ უბნის ქვეშ – ინფორმაცია უარყო აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულმა ჰამასმა – მაგრამ ამის მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
კომენტარები