სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 17 785.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.2 პროცენტით მეტია. აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 5 102.3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ანუ გაიზარდა 12.5 პროცენტით, ხოლო იმპორტი 12 683.1 მლნ. აშშ დოლარს – ზრდამ 17.8 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2023 წლის იანვაროქტომბერში, 7 580.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.6 პროცენტია.
უწყების ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.8 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი – 2 462.8 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 2 040.2 მლნ. აშშ დოლარითა და აშშ – 1 665.6 მლნ. აშშ დოლარით.