ბელგოროდში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გაშვებული 12 რაკეტა გაანადგურეს, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რაკეტები ბელგოროდის რეგიონის თავზე განადგურდა.
„დღეს, დილით, 3 იანვარს, კიევს ჰქონდა მორიგი მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების გამოყენებით. რაკეტები განადგურდა ბელგოროდის რეგიონის თავზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარები