უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბოლოდროინდელი სარაკეტო დარტყმებით რუსეთი ცდილობდა დაებრუნებინა უკრაინის ენერგეტიკული სექტორის განადგურების საფრთხე.
“ბოლო დროს ჩვენი სახელმწიფოს უამრავი რეგიონი დაექვემდებარა რუსეთის დაბომბვასა და მასიურ სარაკეტო თავდასხმებს. აშკარაა, რომ სწორედ საახალწლო დრო გამოიყენეს ტერორისტული სახელმწიფოს ხელმძღვანელებმა ჩვენი სულისკვეთების გასატეხად და ძველი, გასული წლის საფრთხის დასაბრუნებლად”, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ცის დამცველები ყველაფერს აკეთებენ სახელმწიფოს დასაცავად.
კომენტარები