საახალწლო ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. ახალი წლის დღეებს აღნიშნავენ როგორც დედაქალაქში ისე რეგიონებში. საახალწლო ღონისძიება გაიმართა ყვარელშიც.
ქალაქის ცენტრში მოწყობილი იყო საშობაო სოფელი და ელფების სახელოსნო. გაიმართა არაერთი მუსიკალური წარმოდგენა. ყვარელში ახალი წლის დღეები გალა-კონცერტითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, წლის მთავარი საახალწლო ღონისძიება გაიმართა ჭიათურაშიც. კულტურის ცენტრის მიმდებარედ განთავსებული იყო ხის საახალწლო სახლები, სადაც ადგილობრივ მეწარმეებს გასაყიდად გამოტანილი ჰქონდათ თავიანთი ხელნაკეთი ნივთები და პროდუქცია.
მოეწყო საშობაო ბაზრობა, ინსტალაციები და საბავშვო სივრცეები. წლის მთავარი ღონისძიება საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.
კომენტარები