არსებული ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩაფიძის კლინიკაშია მოთავსებული. როგორც “ინტერპრესნიუსს” თვითმხილველებმა აცნობეს, დაკავებული სასულიერო პირი ჩაფიძის გულის ცენტრში ბადრაგების თანხლებით მიიყვანეს.
როგორც ცნობილია, დღეს მისმა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განაცხადა, რომ მამა გიორგი მამალაძეს უკვე მეოთხე დღეა აღენიშნება მაღალი ტემპერატურა და პერიოდულად აქვს წნევის პრობლემა. “მას კვლავ აღენიშნება მაღალი ტემპერატურა, ასევე პერიოდულად აქვს წნევის პრობლემები. უტარდება შესაბამისი გამოკვლევები და მკურნალობა. სამედიცინო კუთხით ციხის ადმინისტრაციასთან პრობლემები არ აქვს, ვინაიდან, რაც შესაძლებელია, ყველანაირი მკურნალობა უტარდება, თუმცა ამის მიუხედავად, სამწუხაროდ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე მეოთხე დღეა არ დასტაბილურებულა”, – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.