მაშინ კარგად იცოდნენ როდესაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა აყალბებდა ეუთო/ოდირის დასკვნას, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილმა „ქრონიკასთან“.
მისი თქმით, ის, რომ „ქრონიკასთან“ ეუთო-ს სათავო ოფისმა თავი აარიდა კითხვებზე პასუხს, პასუხისმგებლობისგან თავის არიდებაა.
„ეს არის გაქცევა პასუხიდან. ერთმა ხელმა არ იცის, მეორე ხელი რას აკეთებს?! მაშინ კარგად იცოდნენ როდესაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა აყალბებდა ეუთო/ოდირის დასკვნას. ეს არის პასუხისმგებლობისგან თავის არიდება. თავადვე გააჩინეს ბევრი, ლეგიტიმური კითხვის ნიშანი ეუთო/ოდირის სანდოობასთან დაკავშირებით. ამ კითხვებს სჭირდება ამომწურავი პასუხები“, – აღნიშნა მახაშვილმა.
„ქრონიკამ“ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას და ეუთოს სათავო ოფისს კითხვით მიმართა. აპირებს თუ არა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა რეზოლუციის იმ სადავო ჩანაწერებს გადახედოს, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე გაამახვილა ყურადღება. „ქრონიკა“ ასევე სვამს კითხვას, აპირებს თუ არა ეუთო, დაინტერესდეს საქართველოსთან მიმართებით საპარლამენტო ასამბლეის ქმედებებით, რაზეც ეუთო-ს სათავო ოფისის პასუხი იყო, რომ კითხვით ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას მიმართონ.
