ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, ზღვისუბნის მე-10 კვარტალში, N32-N38 კორპუსებთან, 1 700 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. უკვე მოწესრიგდა ეზო და მოეწყო ბორდიურები.
მიმდინარე სამუშაო პროცესს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბენდელიანი ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გაეცნენ.
პროექტს ნაძალადევის რაიონის გამგეობა ახორციელებს, რისთვისაც ბიუჯეტში 170 000 ლარია გათვალისწინებული.
კომენტარები
