ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, ქვეყანაში ძირითადად „ა“ ტიპის გრიპის ორი ქვეშტამი ცირკულირებს.
„მომართვიანობა გაზრდილია, როგორც ამბულატორიული, ასევე არის შემთხვევები, როდესაც გარკვეულ პაციენტებს სჭირდებათ სტაციონარიზაცია. ძირითადად ცირკულირებს „ა“ გრიპის ორი ქვეშტამი. დაავადების მიმდინარეობა მსგავსია: გრიპს ახასიათებს მწვავე დასაწყისი მაღალი ტემპერატურით, სახსრების, კუნთების ტკივილი, მშრალი ხველა, ყელის ტკივილი, ძლიერი საერთო სისუსტე. ეს სიმპტომები გრძელდება 3 დღიდან 1 კვირამდე. პრევენცია არის ჰიგიენური ნორმების დაცვა, დახურული სივრცეების ხშირი განიავება და თუ სიმპტომები გვაქვს, აუცილებლად თავი შევიკავოთ სხვა ადამიანებთან კონტაქტისგან“, – ამბობს გოგინავა.
კომენტარები