23 იანვარს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, კრწანისის რაიონში, ვახტანგ გორგასლის მოედანზე წყალმომარაგების ქსელზე სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
„აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 23 იანვარს 23:00 საათიდან 24 იანვრის დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
კრწანისის რაიონში:
გორგასლის N 1-79 (კენტებს) N 2-26 (ლუწებს), გორგასლის მე-2, მე-3 და მე-4 შესახვევებს (მათ შორის პროკურატურას, შსს, იუსტიციის, ფინანსთა სამინისტროებს.) აბანოს, ახუნდოვის, გრიშაშვილის N 1-19 (კენტებს), N 2-16 (ლუწებს), ფაბრიკის, ფაბრიკის შესახვევს, გიორგი გურამიშვილის, გულუას N 10; ალექსანდრე შიმკევიჩის, ძმები სიმენსების და იბრაჰიმ ისპაჰანლის N 1-5 (კენტებს), N 2 ქუჩებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
