უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა ბელგიელ კოლეგასთან, ლუდივინ დედონდერთან სატელეფონო საუბრისას განიხილა სამხედრო დახმარება და ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.
მინისტრებმა ასევე განიხილეს ბელგიის მონაწილეობა უკრაინისათვის საჰაერო ძალების კოალიციაში, მფრინავების მომზადება და უკრაინის თავდაცვის ძალების მოდერნიზაცია.
უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, ბელგია წელს უკრაინას 611 მილიონი ევროს სამხედრო დახმარებას გაუწევს.
კომენტარები