ამერიკელ კონსულტანტს 2012 წლის შემდეგ არანაირი შეხება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ ჰქონია, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისი თქმით, ვერანაირ პრობლემას ხედავს იმაში, რომ ჯერემი როზნერმა სხვა ოპოზიციურ პარტიას კონსულტაცია გაუწიოს.
„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჯერემი როზნერს ამჟამად არანაირი კავშირი არ აქვს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“. ის თუ მუშაობს სხვა ოპოზიციურ პარტიასთან, ამაზე კომენტარი გააკეთოს თავად იმ პარტიამ. ეს ადამიანები მუშაობენ ამერიკელ კონსულტანტთან და არა მოშე კლუგჰაფტთან. ამერიკელ კონსულტანტს 2012 წლის შემდეგ არანაირი შეხება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ ჰქონია. მე მაქვს ინფორმაცია, რომ მუშაობს ერთ-ერთ ოპოზიციურ პარტიასთან, ახლობელმა მითხრა და რა?!“ – აღნიშნა ბოკუჩავამ.
ჯერემი როზნერი უკვე თბილისშია და „ლელოსთან“ კონსულტაციებს გამართვას. ცნობილია, რომ როზნერი დამკვეთებს პოლიტიკური და საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებაში ეხმარება. ამერიკელი პიარ კონსულტანტი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ წლებია თანამშრომლობს. სწორედ „როზნერ რისერჩის“ კვლევას იყენებდა „ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წელს და ყოფილ ხელისუფლებას არჩევნების მოგებაში არწმუნებდა.