“პარტია “ნაციონალური მოძრაობა” თავისი განშტოებებით პიარულად საკუთარი პოზიციების გამოსწორებას ცდილობს, რისი შესაძლებლობაც არ არსებობს”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, “ნაცმოძრაობამ” როგორი წარმატებული “პიარშიკებიც” არ უნდა დაიქირაოს, წარმატება გამორიცხულია.
“მათი რეპუტაციის ამორტიზაციის ხარისხი იმდენად მაღალია, როგორი წარმატებული ე.წ. “პიარშიკების” დაქირავებაც არ უნდა მოხდეს, ეს გამორიცხულია. როგორ შეიძლება მათი ტყუილი, მძიმე წარსული საზოგადოებას პოზიტივად შეასაღო?! ეს სრული აბსურდია და ამას ვერცერთი მექანიზმებით ვერ შეძლებენ”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
კომენტარები