არ მაქვს იმის განცდა, რომ შეიძლება იმ მასალისგან, რასაც დღეს პარტია „ლელო“ ჰქვია, რამე გამოვიდეს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ლელო“ ერთი და იგივე შინაარსის მატარებელი პოლიტიკური ძალებია.
„როდესაც საზოგადოება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობაში გამოგიჭერს, იმის შემდეგ მარკეტინგული სვლები აბსოლუტურად უმაქნისია იმისთვის, რომ საზოგადოებას თავი შეაყვარო“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
ოპოზიცია გაერთიანებას ცდილობს და უცხოელი სპეციალისტების პიარ სტრატეგიას მიჰყვება. ამ გეგმის ნაწილია „ლელოს“ ამერიკელი კონსულტანტი ჯერემი როზნერი, რომელიც „ლელოს“ ლიდერებს უკვე შეხვდა. პიარ სტრატეგიაზე ოპოზიციამ მუშაობა მას შემდეგ გაააქტიურა, რაც პოლიტიკური პარტიების რეიტინგებმა მათთვის მძიმე შედეგები აჩვენა.