ახალგაზრდა მამაკაცის, ქიშო დოლაბერიძის დაკარგვის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია ვრცელდება. როგორც დაკარგულის მეუღლე, მაგდა თევდორაძე სოციალურ ქსელში წერს, მას 23 იანვრის შუადღის 3 საათის შემდეგ ვერ უკავშირდებიან. ოჯახი საზოგადოებას სთხოვს, ინფორმაციის შემთხვევაში, პოსტში მითითებულ ნომერზე დაუკავშირდნენ.
,,მეგობრებო, ნაცნობებო თუ უცნობებო, გთხოვთ, დამეხმარეთ!
დაიკარგა ჩემი მეუღლე, ქიშო დოლაბერიძე.
23 იანვრის 14:00 დან-15:00 საათის შემდეგ ვერ ვუკავშირდებით.
ხელვაჩაური-ბათუმი-ქუთაისის გზის ტერიტორიებზე იქნებ შენიშნეთ ვინმემ.
კამერების გადამოწმებით ირკვევა, რომ ბოლოს ბათუმიდან გამოდის ქუთაისის მიმართულებით…
გადაადგილდება ფეხით…
პოლიცია ვერ პოულობს ჯერჯერობით, მხოლოდ თქვენი იმედიღა შეგვრჩა, რომ უფრო მალე თქვენ დაგვეხმარებით.
თუ ვინმემ დაინახეთ, ან დაინახავთ, დარეკეთ ამ ნომერზე : 597 82 88 02 მაგდა.
უმორჩილესი თხოვნაა, გადააზიარეთ პოსტი, ვინც ნახავთ!!”, – წერს მაგდა თევდორაძე.
