ბათუმში დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცი, რომლის მოძებნაში მეუღლე დახმარებას საზოგადოებასაც სთხოვდა, იპოვეს.
ინფორმაციას მამაკაცის მეუღლე, მაგდა თევდორაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს
“მეგობრებო ვიპოვეთ!!!
უდიდესი მადლობა იმ ადამიანს ვინც დამიკავშირდა და მის შესახებ გაგვაგებინა ეს ინფორმაცია!!!
ხალხნო თქვენ ხართ სასწაულები!
მადლობა ყველას ვინც მამხნევებდით და ბოდიში რომ ვერ გპასუხობდით სათითაოდ!
ღმერთმა ბედნიერი დღეები გიმრავლოთ”,- წერს თევდორაძე.
კომენტარები