ნუცუბიძის პლატოზე ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ჟღენტის ქუჩაზე, საცხოვრებელი ბინიდან მაშველებმა მსუბუქი დაზიანებებით 1 პირი გამოიყვანეს.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
კომენტარები