ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ვინც ღლიცინებთ და აღვივევთ უცნობსა და ზურას შორის შემდგარ დავას… ვინც აღტკინებით გაკივიხართ “ გაფარჩაკების”, “ დამარხვის”, ” მოგება- წაგების “ შესახებ,… თქვენ არც ზურას სცემთ პატივს, არც გიას და არც საკუთარ თავს!
გია არის შოუმენი!
გია არის პოლიტიკური რაკურსით ორიენტირებული მაღალი დონის შოუბიზნესის წარმომადგენელი.
გიას, ისევე როგორც ასობით ათას სოციალურად აქტიურ ადამიანს, აქვს თავისი ხედვა, გულისტკივილი, პოზიცია… უბრალოდ, ის ამას, თავისი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე, საინტერესოდ, ფართო მასებისთვის გასაგებად და მისაღებად აკეთებს! ისე, არც თავგანწირვას და საკუთარი სიცოცხლის გაწირვის რისკებს აკლებს ხოლმე!
ზურა არის პოლიტიკოსი!
ზურა არის პოლიტიკური პარტიის ლიდერი!
ზურას, ისევე როგორც, სულ რაღაც, ათობით გამოკვეთილ პოლიტუკურ ლიდეს, აქვს მყარად ჩამოყალიბებული იდეოლოგიური ხედვები, პოლიტიკური ამბიციები, სახელმწიფო პოლიტიკის მისეული კურსი პერსპექტივაში, ყავს პოლიტიკური მომხრეები და საკუთარი ელექტორატი!
სად იკვეთება ამ ორი ადამიანის შედარების, დაპირისპირების, ბრძოლის ხაზი?!…
თქვენ თუ ხვდებით, როგორ ამცირებთ ორივე ქართველს, როდესაც გამარჯვება- დამარცხებაზე ყიჟინებთ!
ანუ, ზურამ უფრო მაგარი შოუ მოაწყო?!.. ზურა უფრო მაგარი შოუმმენია?!…
თუ…
გიამ წაართვა ზურას ამომრჩევლები?!
გიამ გადმოიბირა ზურას პარტიის წევრები?!..
გიამ უფრო მაგარი საარჩევნო კამპანია ჩაატარა?!..
🤣🤣🤣
ამას ქვია რამსების არევა… დიახ, რამსები აგვერია!
ამის მიზეზი იცით რა არის?.. ის უბედურება, რაც დიდი ხანია გვჭირს!
ზურაც “ ტელეწამყვანია” და გიაც! ორივეს საკუთარი ტელეეთერი აქვს! ჰო და, რა შუაშია აქ შოუმენი და პარტიის თავმჯდომარე! ორი ტელეწამყვანი იყო ტატამზე ხომ?!…😢😢😢 თქვენ ასე ფიქრობთ?!😢😢
ანუ, ჟურნალისტები პოლიტიკაში და პოლიტიკოსები ჟურნალისტების ამპლუაში!
ექსპერტებად და ანალიტიკოსებად ქცეული პოლიტიკოსები და ჟურნალისტებად ქცეული პოლიტოლოგები და სოციოლოგები!
დიახ, სწორედ ასეთ აღრევას მოაქვს ის შეურაცხმყოფელი აჟიოტაჟი, რაც დღეს ხდება!
აქ შენიშვნას მაძლევენ – არ გეკადრებათ ასეთი უზრდელობაო!
და რატომ?!.. რა ვთქვი ისეთი… ვერ ვიპოვე კვეთის წერტილი ამ ორ, ჩემთვის ახლობელ ადამიანს შორის და ჩავთვალე, რომ ჭუჭუებს უტოლებთ, ღლიცინებთ და ორთქლს უშვებთ…
წარმატებებს ვუსურვებ გიას თავის პროფესიონალურ სარბიელზე საქართველოს საკეთილდღეოდ
წარმატებები ზურას პოლიტიკურ- დიპლომატიურ ბრძოლებში და სამშობლოს მსახურების ურთულეს გზაზე!”