კახა კალაძემ მედიის წარმომადგენლებს ქართული ჟურნალისტიკის დღე მიულოცა. შესაბამისი განცხადება თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
„დღეს ქართული ჟურნალისტიკის დღეა, მინდა, პირველ რიგში აქ დამსწრე მედიის წარმომადგენლებს და ყველას, ვინც ამ პროფესიას კეთილსინდისიერად, პროფესიონალურად ემსახურება, მივულოცო დღევანდელი დღე. ვისურვებდი, რომ ქართული ჟურნალისტიკა ემსახურებოდეს საქართველოს მოსახლეობის და ქვეყნის ინტერესებს და პირნათლად ასრულებდეს იმ უდიდეს როლს, რასაც საზოგადოების სწორად ინფორმირება ჰქვია. გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს!“ – აღნიშნა კალაძემ.
ქართული ჟურნალისტიკის დღე 21 მარტს 1993 წლიდან აღინიშნება.
კომენტარები
