ისეთმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ, როგორიც არის მაგალითად, „ვენეციის კომისია“, თქვა, რომ „ვეტინგმა“ უარესი შედეგები მოიტანა და რატომღაც ახლა ამას საქართველოში ითხოვენ, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, „ვეტინგი“ ევროკავშირს არ მოუთხოვია და 9 პირობის შემადგენელი ნაწილი არ ყოფილა.
„ასეთი დამოკიდებულება ჩვენი პარტნიორების მხრიდან არ არის სამართლიანი, სწორი, მით უმეტეს, „ვეტინგი“ ევროკავშირს არ მოუთხოვია და 9 პირობის შემადგენელი ნაწილი არ ყოფილა. არცერთ ქვეყანაში მსგავსი რამ, რასაც ჩვენგან ითხოვენ, არ არსებობს. ორი ქვეყანა იყო – უკრაინა და კოსოვო, სადაც ჩატარდა და იქაც შეფასება არის აბსოლუტურად უარყოფითი. ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ „ვეტინგმა“ არ გაამართლა. ისეთმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ, როგორიც არის მაგალითად, „ვენეციის კომისია“, თქვა, რომ „ვეტინგმა“ უარესი შედეგები მოიტანა და რატომღაც ახლა ამას საქართველოში ითხოვენ“, – განაცხადა სუბარმა.