შინაგან საქმეთა სამინისტრო შეუერთდა გლობალურ გარემოსდაცვით აქციას – „დედამიწის საათი“ და ადმინისტრაციულ შენობებზე განათება გამორთო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო 20:30 საათიდან 21:30 საათამდე ელექტროენერგიის მოხმარებაზე უარის თქმით შეუერთდა ყოველწლიურ კამპანიას, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათის განმავლობაში ელექტროენერგიას არ იყენებს და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს.
ინფორმაციას უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
კომენტარები
